შეხვედრა წიგნის "გათვლა" ავტორ თამთა მელაშვილსა და მთარგმნელ ნათია მიქელაძესთან

11/16/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

15 ნოემბერს, თამთა მელაშვილთან და ნათია მიქელაძე-ბახსოლიანთან შეხვედრა გაიმართა. საღამოს მწერალთა სახლში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წიგნისა და ლიტერატურის პროგრამის ხელმძღვანელი დეა მეტრეველი დაესწრო.
წიგნი ქართულიდან გერმანულად ითარგმნა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მთარგმნელობითი პროგრამის ფარგლებში და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითვე გამოიცა შვეიცარიაში. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში საქართველომ პირველად მოიპოვა მნიშვნელოვანი ჯილდო. თამთა მელაშვილი და ნათია მიქელაძე - ბახსოლიანი გერმანიის ეროვნული ლიტერატურული პრემიით დაჯილდოვდნენ.
ავტორები მცირე რომანისთვის \"გათვლა\" პირველ ადგილზე გავიდნენ კონკურსში ნომინაციით \"წლის საუკეთესო ახალგაზრდული ლიტერატურა\".
აღნიშნული ჯილდო ყოველ წელს ფრანკფურტში წიგნის ბაზრობის დროს გადაიცემა. 2003 წლიდან გამარჯვებულისთვის დაწესებულია ჯილდო 8 000 ევროს ოდენობით.
ნათია მიქელაძე-ბახსოლიანი ამავე რომანისთვის \"გათვლა\" დაჯილდოვდა ლიტერატურული პრემიით საბა - ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანისათვის (თამთა მელაშვილის \"გათვლა\" (გერმანული თარგმანი)).
საღამოზე რომანის „გათვლა\" ავტორმა და მთარგმნელმა წიგნის შესახებ ისაუბრეს და წაიკითხეს ნაწყვეტები გამარჯვებული ნაწარმოებიდან.


http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან