გურამ ოდიშარია სტუმრად გადაცემაში "დღის შოუ" ნაწილი პირველი

10/16/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

16 ოქტომბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის შემაჯამებელი პრესკონფერენცია.
პრესკონფერენცია გამართეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ, წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის ხელმძღვანელმა მედეა მეტრეველმა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის დირექტორმა ქეთევან კიღურაძემ.
პირველად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველომ მნიშვნელოვანი ჯილდო მოიპოვა, გერმანიის ეროვნული ლიტერატურული პრემია ახალგაზრდულ ლიტერატურაში გადაეცათ თამთა მელაშვილსა და ნათია მიქელაძე-ბახსოლიანს რომანისთვის „გათვლა\".
ფრანკფურტის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა სამინისტროს დელეგაციამ მინისტრის ხელმძღვანელობით ოფიციალური შეხვედრა გამართა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მესვეურებთან, იურგენ ბოსსა და ტობიას ვოსთან. მხარეებმა ისაუბრეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტუმარი ქვეყნის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ; შეხვედრაზე ასევე, შეთანხმდნენ წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოებისა და იმ ვალდებულებების შესახებ, რაც საქართველომ წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის მიმართულებით უნდა განახორციელოს.
გაიმართა შეხვედრა ლონდონის წიგნის ბაზრობის დირექტორთან ქალბატონ ჯექს ტომასთან და ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენლებთან, ლონდონის წიგნის ბაზრობასთან სამინისტროს სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.

http://www.culture.gov.ge
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან