კორონავირუსის პირველი შესაძლო შემთხვევა ჩრდილოეთ კორეაში. სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსის პირველი სავარაუდო შემთხვევა ფიქსირდება. საუბარია ადამიანზე, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში 19 ივლისს დაბრუნდა. კიმ ჩენ ინმა ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, მუშათა პარტიის საგანგებო სხდომა მოიწვია. დღეის მონაცემებით, მსოფლიოში კოვიდ-19-ის 16 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ჯამში 644 537 ადამიანი ემსხვერპლა.
ვირუსის გავრცელებისა და ლეტალური შემთხვევების რაოდენობის მიხედვით, პირველ ადგილზე ისევ ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც 4 178 027 დადასტურებული შემთხვევაა, გარდაცვლილია 146 460 ადამიანი. ამერიკას მოსდევს ბრაზილია, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა ორ მილიონს აჭარბებს. ჩინეთში კი გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19-ის 46 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.