13 და 14 აპრილს საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით, დასავლეთ საქართველოს კუდოისტებს ატესტაცია ჩაუტარდათ;
ატესტაციის პირველი ეტაპი ზუგდიდში გაიმართა. თანრიგის მოსაპოვებლად ან გასაუმჯობესებლად პროგრამაში 54 კუდოისტი მონაწილეობდა. სასურველ შედეგს ყველა სპორტსმენმა მიაღწია;
14 აპრილს ატესტაცია ჩატარდა ტყიბულის სპორტის სასახლეში, სადაც ტყიბულიდან 19, ამბროლაურიდან კი 24 კუდოისტი მონაწილეობდა. კუდოისტებმა ამ შემთხვევაშიც დადებითი შეფასება მიიღეს;
სპორტსმენებს თანრიგის შესაბამისი ფერის ქამრის ტარების უფლება მიენიჭათ და სერტიფიკატები გადაეცემათ;
ატესტაციის მიზანია კუდოისტების ფიზიკური მომზადებისა და თეორიული ცოდნის დონის შემოწმება;
ატესტაცია კუდოს საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნების შესაბამისად ტარდება;
20 აპრილს საქართველოს კუდოს ფედერაცია ატესტაციას ახალციხეში ჩაატარებს, 21 აპრილს კი პროგრამაში თბილისის კუდოს კლუბები ჩაერთვებიან;
საქართველოს კუდოს ფედერაცია ატესტაციის პროგრამას წელიწადში ორჯერ ატარებს.
#საქართველოსკუდოსფედერაცია #კუდო
#ატესტაციისპროგრამა
#ტყიბულისსპორტისსასახლე #ზუგდიდი ნაკლების ნახვა