დასავლეთ საქართველოში ატესტაციის პროგრამა ჩატრდა - 2019

26.02.2020 01:57

13 და 14 აპრილს საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით, დასავლეთ საქართველოს კუდოისტებს ატესტაცია ჩაუტარდათ; ატესტაციის პირველი ეტაპი ზუგდიდში გაიმართა. თანრიგის მოსაპოვებლად ან გასაუმჯობესებლად პროგრამაში 54 კუდოისტი მონაწილეობდა. სასურველ შედეგს ყველა სპორტსმენმა მიაღწია; 14 აპრილს ატესტაცია ჩატარდა ტყიბულის სპორტის სასახლეში, სადაც ტყიბულიდან 19, ამბროლაურიდან კი 24 კუდოისტი მონაწილეობდა. კუდოისტებმა ამ შემთხვევაშიც დადებითი შეფასება მიიღეს; სპორტსმენებს თანრიგის შესაბამისი ფერის ქამრის ტარების უფლება მიენიჭათ და სერტიფიკატები გადაეცემათ; ატესტაციის მიზანია კუდოისტების ფიზიკური მომზადებისა და თეორიული ცოდნის დონის შემოწმება; ატესტაცია კუდოს საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნების შესაბამისად ტარდება; 20 აპრილს საქართველოს კუდოს ფედერაცია ატესტაციას ახალციხეში ჩაატარებს, 21 აპრილს კი პროგრამაში თბილისის კუდოს კლუბები ჩაერთვებიან; საქართველოს კუდოს ფედერაცია ატესტაციის პროგრამას წელიწადში ორჯერ ატარებს. #საქართველოსკუდოსფედერაცია #კუდო #ატესტაციისპროგრამა #ტყიბულისსპორტისსასახლე #ზუგდიდი ნაკლების ნახვა

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო