ინციდენტი რუსთავის „ცხელების ცენტრში“
მამაკაცი, რომელიც რუსთავის „ცხელების ცენტრიდან“ გუშინ გაიქცა, სამართალდამცავებმა საკარანტინო სივრცეში დააბრუნეს. მას სანქციის სახით, ჯარიმის გადახდა მოუწევს. მამაკაცს რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, მას თერმოსკრინინგის დროს ტემპერატურა დაუდასტურდა, რის გამოც „ცხელების ცენტრის“ ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ანალიზები აუღეს. თუმცა, ვიდრე ე.წ. ცხელების ცენტრიდან საკარანტინო სივრცეში დაბრუნდებოდა, პაციენტი ფანჯრიდან გადახტა და მიიმალა. რაც შეეხება კორონავირუსის გავრცელებას რეგიონში, ამ დროისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში შვიდი ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. ერთ-ერთ ინფიცირებულს, რომელიც თურქეთის მოქალაქეა და კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა, თურქეთში გადაიყვანენ. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტი მკურნალობს. მათგან ერთ-ერთს ვირუსი გუშინ დაუდასტურდა, ის სატვირთო ავტომობილის მძღოლია და რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ინციდენტი რუსთავის #5 საჯარო სკოლაში - მშობლის და მოსწავლის...
info rustavi
ინციდენტი რუსთავის მე-17 მიკრორაიონში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ინციდენტი რუსთავის სკოლაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ინციდენტი რუსთავის #15 სკოლაში
info rustavi
ინცინდენტი რუსთავის მერიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ახალიკვირა ინციდენტი რუსთავის სკოლაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ინციდენტი და დაპირისპირება რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში | პი...
TV IMEDI
ინციდენტი და დაპირისპირება რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში
TV IMEDI