საპროტესტო აქცია

12.04.2019 01:16

საპროტესტო აქცია გაიმართა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათში. ადგილობრივები დაბინძურებულ სასმელ წყალზე საუბრობენ. აქციაზე მყოფთა განცხადებით, მათ სასმელი წყალი მეზობელი სოფლებიდან მოაქვთ. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ გოგსაძის თქმით, წყლის სისტემის რეაბილიტაცია არ დასრულებულა. გასულ წელს დახარჯული 487 ათასი ლარით მხოლოდ 11 კილომეტრიანი  მაგისტრალური ქსელი და რეზერვუარი მოეწყო. ამჟამად კი, ქსელის პროექტირება  მიმდინარეობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: