წითელას გავრცელების მზარდი ტენდენცია


ქვეყანაში წითელას გავრცელების მზარდი ტენდენცია. მხოლოდ ერთი კვირაში დაავადებულთა რიცხი 45-ით გაიზარდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველი იანვრიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით, ინფექციური დაავადება 357 მოქალაქეს გამოუვლინდა. განსაკუთრებით რთული ვითარება რამდენიმე რეგიონშია. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იმერეთში, სამეგრელოსა და კახეთში ფიქსირდება.

შემთხვევების 50 პროცენტი 20-დან 40-წლამდე ასაკის მოქალაქეებზე მოდის, ასევე მაღალია მაჩვენებელი 0-დან 1 წლის ასაკის ბავშვებში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, წითელას წინააღმდეგ შესაბამისი ვაქცინაცია ჩაიტარონ.

შეგახსნებთ, აცრა ყველასთვის უფასოა და მისი ჩატარება უქმე დღეებშიც არის შესაძლებელი. რაც შეეხება სასწავლო პროცესის განახლებას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სწავლის დაწყების გადადების რეკომენდაციას ამ ეტაპზე არ გასცემს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან