სააკაშვილის სასამართლო პროცესი

20.01.2023 07:10

სამი ექიმი მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ითხოვს.

სასამართლოს ჩვენებები მისცეს მედიკოსებმა, რომლებიც ცენტრ „ემპათიის“ მიერ ჩატარებულ ექსპერტიზაში მონაწილეობდნენ და ცნობილ დასკვნას აწერენ ხელს. დაუზუსტებელი დემენცია და კახექსია - ნევროლოგი ოთარ თოიძე ექს-პრეზიდენტის მძიმე ნევროლოგიურ პრობლემებს სასჯელის გადავადებისთვის საკმარის დიაგნოზებად მიიჩნევს. დემენციასთან ერთად პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობის დიაგნოზს სვამს ექიმი-ფსიქიატრი გიორგი ბერულავა, რომელიც პენიტენციურ სამსახურს გლდანის ციხეში გადაყვანის დროს პატიმრის წამებაში ადანაშაულებს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოუსმინეს ფსიქოლოგ ლია ჩოხელსაც, რომელიც სააკაშვილის მხრიდან სიმულაციას გამორიცხავს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
EstateHub