„ნაციონალური მოძრაობის“ საშემოდგომო გეგმა
09/05/2022
„ნაციონალური მოძრაობის“ საშემოდგომო გეგმა მაშინ, როდესაც რეკომენდაციების შესასრულებლად და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, დასავლელი პარტნიორების მთავარი მოწოდება პოლიტიკური ჯგუფების ერთობლივი შეთანხმებული მუშაობაა. პარტია ისევ ვადამდელ არჩევნებს ითხოვს და ქუჩის აქციებს აანონსებს. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა მხარდამჭერებს დღეს მიმართა და სტრატეგიული გეგმაც გააცნო. ამ გეგმიდან პირველი პუნქტი სხვადასხვა ფორმის საპროტესტო აქციებს გულისხმობს. მეორე და მესამე პუნქტები კი, მოსახლეობასთან და უცხოელ პარტნიორებთან აქტიურ კომუნიკაციას ითვალისწინებს. როგორც ნიკა მელია აცხადებს, შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში მთავარი გამოსავალი სწორედ ვადამდელი არჩევნები და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ცვლილებაა. მელიას გეგმამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ოპოზიციაში. თუ ნაწილი ქუჩის აქციების მომხრეა, მეორე ნაწილი აცხადებს, რომ ლაპარაკის ნაცვლად საჭიროა საქმის კეთება და ახლა ექსპერიმენტების დრო არ არის. „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმას რადიკალიზაციის მცდელობად აფასებენ მმართველ გუნდში, სადაც აცხადებენ, რომ არჩევნები საქართველოში 2024 წლამდე არ ჩატარდება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.