ოპოზიციის უარი საპარლამენტო მანდატებზე
ოპოზიციის ნაწილმა დაანონსებული გეგმა რეალობად აქცია. ბლოკ „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“, „ევროპული საქართველოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „ლელოს“ სიებით პარლამენტში მოხვედრილი დეპუტატები მანდატების გაუქმებას ითხოვენ. შესაბამისი ინდივიდუალური განცხადებები უკვე საკანონმდებლო ორგანოშია. ბოიკოტს აგრძელებს, თუმცა ელჩების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკების დასრულებამდე გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ „პატრიოტთა ალიანსი”“, „გირჩი“ და ალეკო ელისაშვილის პარტია. ახლა განცხადებების განხილვის იურიდიული პროცედურა იწყება, რაც დაახლოებით ერთ თვეს მოიცავს. არ არის გამორიცხული, რომ კენჭისყრაზე საკითხის გატანა საშემოდგომო სესიის დასრულებამდე ვერც მოესწროს. საერთო ოპოზიციური ბოიკოტი ჩაიშალა აჭარის უმაღლეს საბჭოში, სადაც ბლოკ ძალა ერთობაშიას სიით გასულმა „რესპუბლიკური პარტიის“ წამრომადგენელმა მანდატის გაუქმებაზე უარი თქვა, პარტია დატოვა და უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. ოპოზიციის გადაწყვეტლების მიუხედავად, დიალოგის რესურსს ჯერ ამოწურულად არ მიიჩნევენ მოლაპარაკებების ფასილიტატორი ელჩები, თუმცა ევროკავშირის ელჩი აცხადებს, რომ მანდატებზე უარის თქმით, თამაში დასასრულისკენ მიდის. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გადაიხედება თუ არა ოპოზიციის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის საპარლამენტო მანდატები - როგორ უფასებენ ნაციონალებ...
TV IMEDI
ოპოზიციის საშემოდგომო სტრატეგია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დათმობს თუ არა ოპოზიცია საპარლამენტო მანდატებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ღამის კურიერი - არჩევნებიდან 31-ე დღე და პოლიტიკური კრიზისი...
დატოვებს თუ არა ოპოზიცია პარლამენტს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არჩევნების მეორე ტური და ოპოზიციის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„სტრატეგია აღმაშენებლის“ და თაკო ჩარკვიანის გადაწყვეტილება -...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster