ზუგდიდში ახალგაზრდა შემოქმედის პოეზიის საღამო გაიმართა

10.11.2016 01:15

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში პროექტი ,,ახალი სახეების’’ ფარგლებში, "სარკმლის" ერთ-ერთი წევრის, მეათე სკოლის მოსწავლის, ეტი მესხიას ლექსების პრეზენტაცია გაიმართა. ახალგაზრდა პოეტმა თავისი შემოქმედებიდან რამდენიმე ლექსი და პროზაული ნაწარმოები წაიკითხა. საღამოს მუსიკალურად მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლის ხალხური სიმღერებისა და საკრავების სტუდია აფორმებდა. ღონისძიება „ახალი სახეების’’ პირველი კრებულის ერთ-ერთმა ავტორმა ივდო ოტობარმა დაასრულა საკუთარი ახალი ლექსით. პროექტი ახალი სახეების მიზანია შემოქმედებითი ადამიანების მოძიება, რომლებიც გააცნობენ თავიან შემოქმედებას ახალგაზრდებს. პროექტის ფარგლებში უკვე ორი კრებულია გამოსული. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook:   / rado.atinati.  . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება: