სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია

15.11.2022 01:13

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით უფასოდ აცრა ნებისმიერი მსურველისთვის 22 ნოემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა 6 თვის ასაკიდან უფასოა. ნებისმიერი მსურველი მომსახურებას მიიღებს ვაქცინაციის პროცესში ჩართულ 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში. 114 000-მდე ადამიანმა გრიპის ვაქცინაციის პროგრამით უკვე ისარგებლა. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ვინაიდან გრიპის აქტიური ცირკულაცია ჯერ არ დაწყებულა, ლაბორატორიულად გრიპის მხოლოდ ერთეული შემთხვევებია გამოვლენილი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: