გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

21.09.2022 03:47

სეზონური ვირუსებისგან დასაცავად ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო. ამ ეტაპზე საუბარია სახელმწიფოს დაფინანსებით შეძენილ 4-კომპონენტიან ვაქცინებზე, რომლებსაც რამდენიმე კატეგორიას უფასოდ გაუკეთებენ. იგულისხმება ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, მედპერსონალი, ფეხმძიმეები და სხვადასხვა პროგრამის ბენეფიციარები. რაც შეეხება კერძო კლინიკებს, ვაქცინები ხვალიდან კერძო სამედიცინო დაწესებულებებშიც იქნება ხელმისაწვდომი. პირბადის ტარების ვალდებულების მოხსნის გამო ექიმები წელს გრიპის ვირუსით დაინფიცირების მაღალ მაჩვენებელს ელოდებიან.    ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: