პრემიერის შეხვედრა შარლ მიშელთან


ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დილიდან შეხვედრებს მართავს. შარლ მიშელი საქართველოს პრემიერს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მან შარლ მიშელს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ასრულებს „ქართული ოცნება“ ნაკისრ ვალდებულებებს, ასევე საუბარი შეეხო მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსა და საარჩევნო რეფორმას.

ქართულ პოლიტიკურ მხარეებთან გამართული შეხვედრების შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა შარლ მიშელმაც. მისი თქმით, შეხვედრებზე საქართველოში განვითარებული ბოლო მოვლენები და 19 აპრილის შეთანხმების სრულად შესრულების აუცილებლობის საკითხი განიხილა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სასამართლო რეფორმა არის 19 აპრილის შეთანხმების ძირითადი ნაწილი და საქართველოსთვის ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის პირობა.

სალომე ქოქიაშვილი განავრცობს თემას.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან