რუსეთი მარიუპოლში და ვოლნოვახაში ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას დათანხმდა - სიჩუმის რეჟიმი ადგილობრივი დროით დილის 9 საათიდან ამოქმედდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქალაქებიდან მშვიდობიანი მოსახლეობა უსაფრთხოდ გასვლას შეძლებს. ქალაქ მარიუპოლის საბჭოში აცხადებენ, რომ ადგილობრივების ევაკუაცია, უკრაინის დროით დილის 11 საათიდან დაიწყება.
რაც შეეხება უკრაინის გენშტაბის ინფორმაციას, რუსეთის გეგმების შესახებ, შტაბში აცახდებენ, რომ ოკუპანტები ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებში შესვლას აპირებენ და ოკუპირებულ ყირიმთან სახმელეთო დერეფნის შექმნას გეგმავენ. „დასრულდა უკრაინელი ხალხის გმირული წინააღმდეგობის მეცხრე დღე. მტერი ავიაციის მხარდაჭერით შეტევით ოპერაციას განაგრძობს და იყენებს მაღალი სიზუსტის იარაღს. დამპყრობლებმა ძირითადი ძალისხმევა მიმართეს ქალაქების - კიევისა და ხარკოვის ალყაში მოქცევისკენ, “ - ნათქვამია შეტყობინებაში.
ამასთან, როგორც გენერალური შტაბი იუწყება, გრძელდება შეტევა ზაპოროჟიეს მიმართულებით. რუსეთის შეიარაღებული ძალები ცდილობდნენ ხარკოვის გვერდის ავლას და გადაადგილდნენ სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით.
გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შავ ზღვაში, ოდესა-ზატოკას რეგიონში დესანტის გადასხმის მოსამზადებლად საჩვენებელი ოპერაციების დასრულების შემდეგ, ამინდის გაუარესების გამო, ოკუპანტებმა გაიყვანეს ხომალდების ჯგუფი და სადესანტო გემები ყირიმის ნახევარკუნძულის დასავლეთით. „ქალაქ კიევის თავდაცვითი დაჯგუფება კი მტრის შეტევის მოგერიებას განაგრძობს.
უკრაინა-ბელორუსის საზღვარზე კი კვლავ ბელარუსის შეიარაღებული ძალების 38-ე საჰაერო სადესანტო ბრიგადაა განლაგებული. თუმცა, სამხედროების მნიშვნელოვანი ნაწილი უარს ამბობს დანაშაულებრივი ბრძანებების შესრულებაზე და ახლა მუშაობა გრძელდება პირადი შემადგენლობის დასარწმუნებლად, უკრაინის ტერიტორიაზე ამოცანების შესრულებისთვის“, – ნათქვამია გენ. შტაბის შეტყობინებაში.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.