საია-ს სარჩელი

19.10.2018 01:40

საია იუსტიციის საბჭოს წევრის გასაუბრებაზე აცილების არსებულ მოდელს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს. არასამთავრობო ორგანიზაცია ანა დოლიძის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს ‭ ‬სარჩელით‭ ‭ ‬მიმართავს.‭ დავის‭ ‬‬საგანია‭ ‬„საერთო‭ ‬სასამართლოების შესახებ“‭ ‬‬ორგანული‭ ‬კანონის‭ ‬ ‭ ‬ის‭ ‬ნორმები,‭ ‬რაც‭ ‬მოსამართლეობის‭ ‬კანდიდატს არაობიექტურობისა და მიკერძოების გამო აძლევს უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების უფლებას. ‭ ‬საქართველოს‭ ‬იუსტიციის‭ ‬უმაღლესი საბჭოსა და‭ ‬‬თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიკერძოებულად იქნა მიჩნეული ანა დოლიძის განცხადება, სადაც იუსტიციის საბჭოს წევრი ამბობს, რომ მოსამართლეებად არ უნდა ყოფილიყვნენ დანიშნული‭ ‬სისხლისა‭ ‬და‭ ‬ ‭ ‬ადმინისტრაციული‭ ‬‬სამართლის‭ ‬სფეროში‭ ‬გამოცდილების მქონე ‭‬ის მოსამართლეები,‭ რომელთა‭ ‬ ‭ ‬ხელითაც‭ ‬წინა‭ ‬ხელისუფლება‭ ‬ახორციელებდა რეპრესიებს. ამ განცხადების გამო, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ააცილა ანა დოლიძე 4 მოსამართლის დანიშვნის პროცესს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: