შეხვედრა "IMF"-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორ ჯიჰად აზურთან
10/23/2017
MOF Georgia-ის
მიერ
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს ჯიჰად აზურს შეხვდა და მასთან სავალუტო ფონდთან მიმდინარე პროგრამა და მისი ძირითადი მიმართულებები განიხილა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა-მარტინი და სხვა ოფიციალური პირები.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა სავალუტო ფონდის პროგრამის პირველი მიმოხილვის წარმატებით დასრულება. აღინიშნა, რომ საქართველო არის ლიდერ ქვეყანათა შორის რეფორმების განხორციელების მიმართულებით. ასევე საუბარი წარიმართა მომავალ გეგმებზე, თუ რა სახის რეფორმები არის საჭირო იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკა უფრო მეტად კონკურენტუნარიანი გახდეს და ზრდის უფრო მაღალ ტემპებს მიაღწიოს.
#annualmeetings2017