საახალწლო ფესტივალი ზუგდიდში
ზუგდიდის სკეიტ-პარკში ამ წუთებში საახალწლო ფესტივალი მიმდინარეობს. ღონისძიება დღეს 14 საათზე გამოფენით გაიხსნა. მთავარ პარკშო საახალწლო ბაზრობა მოეწყო, სადაც მონაწილეობა რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან მოსულმა მეწარმეებმა მიიღეს. აქ წარმოდგენილი იყო საახალწლო სუვენირები და აქსესუარები, საკონდიტრო ნაწარმი, სასურსათო პროდუქცია, ალკოჰოლური სასმელები. მეწარმეეების თქმით, მსგავსი ღონისძიებები მათი საქმიანობისთვის მნიშვნელოვანია და ისურვებენ, რომ ბიზნესის ხელშეწყობისთვის ასეთი ფესტივალები ხშირად გაიმართოს. ფესტივალზე დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. მათ ფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. დღის განმავლობაში სკეიტ-პარკში სხვადასხვა გასართობი და კულტურული ღონისძიება გაიმართა, დღესვე აქ თოვლის ბაბუა და ზღაპრის გმირები გამოჩნდებიან. ფესტივალი 19:00 საათზე ბენდ „UNDER 7 “-ის კონცერტით დასრულდება. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, საახალწლო ფესტივალი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ინიციატივით და რეგიონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიების მხარდამჭერები ასევე არიან: რეგიონის მუნიციპალიტეტების მერია; USAID პროექტი ზრდა საქართველოში; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: / atinati1059 Instagram: / radioatinati1059fm
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
საახალწლო ფესტივალი ფოთის საჭადრაკო კლუბში 27 12 17
მეცხრე ტალღა
წიგნის საახალწლო ფესტივალი Vol.2
Artareatv
წიგნის საახალწლო ფესტივალი / Giorgi Kekelidze
giorgi kekelidze
#გაიგემეტი საახალწლო ფესტივალი „ქართული გემო“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
წიგნის საახალწლო ფესტივალი
Artareatv
წიგნის საახალწლო ფესტივალი
შუადღე GDS / shuadge GDS
წიგნის ფესტივალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საშობაო-საახალწლო ფესტივალი „სტუმრად ბარბარესთან“ (18:00 სთ)
Stars TV