საახალწლო ფესტივალი ზუგდიდში

12/30/2018
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდის სკეიტ-პარკში ამ წუთებში საახალწლო ფესტივალი მიმდინარეობს. ღონისძიება დღეს 14 საათზე გამოფენით გაიხსნა.
მთავარ პარკშო საახალწლო ბაზრობა მოეწყო, სადაც მონაწილეობა რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან მოსულმა მეწარმეებმა მიიღეს. აქ წარმოდგენილი იყო საახალწლო სუვენირები და აქსესუარები, საკონდიტრო ნაწარმი, სასურსათო პროდუქცია, ალკოჰოლური სასმელები.
მეწარმეეების თქმით, მსგავსი ღონისძიებები მათი საქმიანობისთვის მნიშვნელოვანია და ისურვებენ, რომ ბიზნესის ხელშეწყობისთვის ასეთი ფესტივალები ხშირად გაიმართოს.
ფესტივალზე დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. მათ ფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.

დღის განმავლობაში სკეიტ-პარკში სხვადასხვა გასართობი და კულტურული ღონისძიება გაიმართა, დღესვე აქ თოვლის ბაბუა და ზღაპრის გმირები გამოჩნდებიან.
ფესტივალი 19:00 საათზე ბენდ „UNDER 7 “-ის კონცერტით დასრულდება.

სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, საახალწლო ფესტივალი სამეგრელო-ზემო
სვანეთის გუბერნიის ინიციატივით და რეგიონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით გაიმართა.


ღონისძიების მხარდამჭერები ასევე არიან:

რეგიონის მუნიციპალიტეტების მერია;

USAID პროექტი ზრდა საქართველოში;

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.


რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati  
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter:   / atinati1059  
Instagram:   / radioatinati1059fm

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან