დაზიანებები გელათის მონასტერზე
გელათის მონასტერზე დროებითი გადახურვის სამუშაოების პროცესში დაშვებული შეცდომების გამო, 18 იანვარს ძლიერი ქარის შედეგად, მთავარი ტაძრის დასავლეთ მკლავის სამხრეთ ფერდზე დროებით გადახურვას ფრაგმენტები აძვრა. დაზიანებული კონსტრუქციის აღდგენის სამუშაოები გუშინ საღამოდან დაიწყო. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განცხადებით, სამუშაოები დღეს უნდა დასრულდეს. სააგენტომ სამუშაოთა შემსრულებელ კომპანიებს „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს“ და „იკორთა 2007“- ს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმების 12 000 – 12 000 ლარის გადახდა დააკისრა. დაჯარიმებული კომპანია მოახდენს იმ სამუშაოების ფინანსურ უზრუნველყოფას, რომლებიც ხარვეზების გამოსასწორებლად იქნება საჭირო. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს გადაწყვეტილებით, სამუშაოების შესასრულებლად ხელშეკრულება ახალ კომპანიასთან „ბაგინეთი +“ -თან გაფორმდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დაზიანებები გელათის მონასტერში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაზიანებული ფრესკები გელათის მონასტერში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ICOMOS-ის დასკვნა გელათზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება გელათის მონასტერში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაზიანებული ფრესკები და კრამიტი გელათის მონასტერში
Kutaisi Post
დაზიანებული ფიჭები აუცილებლად უნდა გადავადნოთ სანთლად
მხიარული ფუტკარი
გელათის მონასტრის რეაბილიტაციის გეგმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გელათის გადასარჩენად
მაუწყებელი • Mautskebeli