Norieli - Darkness (სიბნელე)

04/05/2020
Nikoloz Norieli-ის მიერ

Recording / Mixing / Mastering / Music by. Paksashvili

Facebook Page:
https://www.facebook.com/NikolozNorieli/

Instagram Page:
https://www.instagram.com/nikusha.nor...

Tbilisi.Georgia
2020

Lyrics:
ჩვენ დიდი ხნის წინ დავიჭამეთ მახსოვს ნერვები,
თაობამ, ვისაც სიბნელე გვაქვს მოსაგონებლად,
ბავშვობის ნაცვლად, მაგივრად ფერადი ფერების,
ცუდი სიზმრების შიშით, ღამეებს ვათენებთ თეთრად.
და ისევ ერთად, ერთ ხმად, ერთ ძალად ვიკრიბებით,
იმედით, ფიქრებით, თუ ხვალ ან ზეგ ვერ გადავრჩებით,
ვიქნებით ხმა, ჩვენამდე მკვდარი იმ დიდი გმირების,
თავისუფლებისთვის ტყვიას, რომ გული მიუშვირეს.

თუ არ მოგწონვარ, მოდი ნუ მიყურებ დაჟინებით,
თუკი არ მიცნობ, როგორ საუბრობ დანამდვილებით,
ვიცავ კბილებით,
დავიცავ სულით, ხორცით, მხრებით,
ვერ დამღლი ზიდვით,
ჩემი ტვირთის,
ჩემი საგანძურის.
მონები ფულის,
სხვის ტკივილზე რომ ითბობენ ხელებს,
ჩემს ფეხებს მოვლენ ჩემთან,
კაცებს,
სამართლიან დუელს
ვუცხადებ ყველას,
ახალგაზრდობის გამკრიტიკებელს, ფურთხის გამმეტებელს, მაგინებელს-
დაგირეკეს-

კაროჩე თუ იკისრებ კაი სუფრას დიპლომს მოგცემ რამდენიმეს.
შვილებს, მერე დაჯექი და მშვიდად მორალი უკითხე.
ხე მოჭერი და ნაგავი აივნიდან გადაფინე,
არ ინანო და წამლისთვის სხვისი შვილი დააშინე.
დაიძინე კმაყოფილმა, ოცნებები აიხდინე.
ითესლავე და შეჩემა დაბლ დოზა გაიჩხირე.

დღეს მოდიხარ, მეუბნები, გადაჯიშდა სულ ქართველი,
ხელი ნახე - ტატუები, ყურებზე საყურეები,
კიკინები უნდა მოვჭრა, ეს თავხედი კაცუნები,
ნეტავ ახლაც სხვა დრო იყოს... მერე ნახე შენ ამბები.

რა ამბები უნდა ვნახო, ძლივს განათდა მართლა ბნელი,
სველი ენა გაიმშრალე, ჯიბიდან სამართებელი
ნელი ტემპით ამოიღე - ვარ სიტყვების გამომთლელი,
ჰოდა გელი, დამახიე ერთ ადგილზე შენი მგელი.

ყველა ერი, ყველა ბერი,
რელიგია, კანის ფერი
სულერთია ყველაფერი,
ყველა ღმერთი ფეხშიშველი
დადის და მიმტევებელი,
თავმდაბალი, მშვენიერი
გამაერთიანებელი
არის, მარად ბედნიერი.
მაგრამ გველი ყავს მმართველი
ხალხს, ვინ მეტი, ვინ ნაკლები
ფიქრები აქვთ მაინც ბნელი,
ხელი გაუწოდებელი.
სული გაუნათებელი
და გაუფერულებული
დააქვთ, ნეტავ როდის მოვა
კეთილი სამარიტელი.