თბილისის მოდის კვირეული იწყება

04/16/2015
culturegovge culturegovge-ის მიერ

16 აპრილს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში თბილისის მოდის კვირეულის რიგით 11-ე სეზონის გახსნასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე კახი კანდელაკი, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა ჯანიაშვილი და თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორი თაკო ჩხეიძე გაუძღვნენ.
16-19 აპრილს, ჰონდას ცენტრი თბილისი წარმოადგენს თბილისის მოდის კვირეულის მე-11 სეზონს. საქართველოს ყველაზე მოდურ ღონისძიებას „ივერია ჯგუფი“ უმასპინძლებს. ვარდების მოედანზე განლაგებული საღონისძიებო სივრცე გააერთიანებს დიზაინერების შოუ-რუმს და გრანდიოზულ 28 მეტრიანი პოდიუმს, რომლის ირგვლივ 400-ზე მეტი სტუმარი განთავსდება.
16 აპრილს 18:00 საათზე კვირეულის გახსნის „Project ART BEAT“, რომელიც წარმოადგენს ახალგაზრდა ხელოვანს ნიკა სახანბერიძეს. ვარდების მოედანზე განთავსდება დიდი კონტეინერი, რომელშიც მისი ნამუშევრების ექსპოზიცია გაიმართება; 19:00 საათზე გაიმართება მოდის სახლ „მატერია“-ს დიზაინერის ალექსანდრე ახალკაციშვილის 2015 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენება. 20:00 საათზე პოდიუმს ლელა ელოშვილი დაიკავებს. ბრენდი „ელოში“ თბილისის მოდის კვირეულის პოდიუმზე უკვე მეორედ წარდგება. თბილისის ფოტო ფესტივალის ორგანიზებით 16 აპრილს, 21:00 საათზე ზურაბ წერეთელის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ცნობილი ფრანგი ფოტოხელოვანის გრეგუარ ელუას ექსკლუზიური გამოფენა გაიხსნება, გამოფენა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება.


http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან