არჩილ ტატუნაშვილის წამების საქმე


მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, არჩილ ტატუნაშვილის წამების საქმეზე ბრალდებულები ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი უწყების თანამშრომლებს, დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევს სასჯელის სახედ, უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გურწიევსა და ტაბოევს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინათ. მათზე ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

შეგახსენებთ, რომ ცხინვალის ე.წ. პროკურატურის შენობაში 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის არჩილ ტატუნაშვილი აწამეს, რა დროსაც სხეულზე სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად, არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან