„შეცვალეს“ აქცია ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროსთან


მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროსთან აქცია გამართეს. მათ დეპუტატს შეახსენეს, რომ მან მხარი არ დაუჭირა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, დაადანაშაულეს ნეპოტიზმსა და კორუფციაში.

აქციის მონაწილეებს შესვლა სურდათ მერაბ ქვარაიას ბიუროში, თუმცა, მათ ამის უფლება სამართალდამცავებმა არ მისცეს. იყო სიტყვიერი დაპირისპირება მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომლებთან. „შეცვალეს“ წევრებმა კედლებზე სტიკერებიც გააკრეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან