უკანონო ბორდერიზაცია სოფელ ატოცთან


კიდევ ერთი ხელოვნური ბარიერი - რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მორიგი სამიზნე ქარელის რაიონის სოფელი ატოცია.

სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხალრთების ერთკილომეტრიანი ღობის აღსამართად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. რუსი სამხედროები შესაბამისი ტექნიკით და სატვირთო მანქანებით დასახლებაში დილიდან გამოჩნდნენ და მიწის გათხრა დაიწყეს. ე.წ. საზღვრის გადმოწევის შედეგად ადგილობრივთა ნაწილი მიწის ნაკვეთს დაკარგავს.

ოფიციალური თბილისი უკანონო პროცესის შეწყვეტას ითხოვს და რუსეთს საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს.

მოსკოვის მორიგი პროვოკაციული ნაბიჯის შესახებ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ინფორმირებულები არიან.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან