COVID 19-ის პანდემიის შედეგები მსოფლიოში

20.05.2020 05:06

ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, „კოვიდ-19“-ის გავრცელების ტემპები არ იკლებს აშშ-სა და რუსეთში. ამერიკაში დღეში საშუალოდ 20 000-მდე ადამიანი ინფიცირდება. დაავადებულთა ყოველდღიური რაოდენობა მცირედით შემცირდა რუსეთში, სადაც ხელისუფლებამ მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიუხედავად, მკაცრი ზომების შემსუბუქება დაიწყო. ვითარება საყურადღებოა ირანში, პიკის გადავლის შემდეგ, დღეს 2 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა 22 აპრილიდან დაიწყო. ვითარების დასტაბილურება ჯერ ისევ ვერ ხერხდება მეზობელ სომხეთში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: