მორატორიუმის ვადის ამოწურვის შემდეგ ბინებიდან გამოსახლების პრობლემა ასობით ადამიანს შეექმნება

08.01.2025 02:07

COVID-19-ის პანდემიის დროს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, იძულებით გამოსახლებაზე დაწესებული მორატორიუმის ვადა ამოიწურა. როგორც გიგა წულეისკირი აცხადებს მორატორიუმის ვადის ამოწურვის შემდეგ ბინებიდან გამოსახლების პრობლემა ასობით ადამიანს შეექმნება. როგორც ორგანიზაციის იურისტი ნანო ცხადაია აცხადებს სახელმწიფოს გათვითცნობიერებული უნდა ჰქონდეს ვალდებულებები და იმ შემთხვევაში თუ იძულებითი გამოსახლების ღონისძიება აღსრულდება, დაზარალებულებს ალტერნატიული ფართი უნდა შესთავაზოს. ორგანიზაცია მოუწოდებს ყველა შესაბამის უწყებას, მათ შორის იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და ეროვნულ ბანკს, გააკონტროლონ აღნიშნული პროცესი.

გაზიარება: