შეზღუდვები სავტომობილო გზებზე
უამინდობის გამო, შეზღუდვებია საავტომობილო გზებზე. ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ასევე, თოვლისა და ლიპყინულის გამო, შუხუთი-აცანა -მამათი-ძიმითის გზაზე მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გარკვეული აკრძალვები ვაზიანი-გომბორი-თელავის მონაკვეთზეც, სადაც მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია. უხვი ნალექთან და ყინვასთან ერთად, პრობლემები ძლიერმა ქარმაც გამოიწვია. ბოლო 24 საათში, 112-ში 64 შეტყობინებაა შესული. უმრავლესობა პრევენციული ხასიათის იყო და სახურავებიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდნის ან ხის წაქცევის საფრთხეს ეხებოდა. გამოძახებების უმრავლესობა თბილისში იყო – სულ გადაუდებელი დახმარების ცენტრში 49 შეტყობინება შევიდა. რაც შეეხება რეგიონებს, ძლიერმა ქარმა გორში, სამეფოს ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ქართლის“ ყოფილ შენობას სახურავი გადახადა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე დასუფთავებისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულები. შენობაში ამ დროისთვის არავინ ცხოვრობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შეზღუდვები საავტომობილო გზებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეზღუდვები საავტომობილო გზებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეზღუდვები საავტომობილო გზებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეზღუდვები საავტომობილო გზებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეზღუდვები საავტომობილო გზებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეზღუდვები საავტომობილო გზებზე 08.12.2017
Tv Dia
შეზღუდვები საავტომობილო გზებზე
Maestro Television
შეზღუდვები საავტომობილო გზებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster