შეზღუდვები საავტომობილო გზებზე

03.03.2019 00:45

უამინდობის გამო შეზღუდვებია საავტომობილო გზებზე. ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. იგივე წესები მოქმედებს ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის მონაკვეთზე. პრობლემურ მონაკევთებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. შედეგად, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის ვერონა-შუამთის მონაკვეთზე, შეზღუდვები მოისხნა და მოძრაობა თავისუფალია. ასევე მოძრაობა დასაშვებია ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე. ინტენსიური თოვისა და ზვავების გამო ნაქერალას უღელტეხილზე ყველა სახის ავტომობილის მოძრაობა აკრძალული იყო, თუმცა დილიდან მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: