დღევანდელი სიამაყითა და მესიანისტური იდეებით შეპყრობილობის ცოდვა აბდიას წიგნის პარალელებით.
12/22/2020
Teopile Malakia-ის
მიერ
• ძველი აღთქმა - აბდია წინასწარმეტყველი
აბდია თავი 1
1 აბდიას ხილვა: ასე ამბობს უფალი ღმერთი ედომზე - ამბავი გვესმა უფლისგან, მაცნეები დაეგზავნათ ხალხებს: ადექით, გავიდეთ მის წინააღმდეგ საბრძოლველად!
2 აჰა, დაგამცირებ ხალხთა შორის, მოძულებული ხარ ფრიად.
3 გაცდუნა შენმა გულის ამპარტავნობამ, კლდის ნაპრალში დასახლებულო, შენი სადგომის სიმაღლეებში; გულში ამბობ: ვინ დამცემს მიწამდე?
4 არწივივით მაღლა რომ აიჭრა, ვარსკვლავთა შორისაც რომ დაიდო ბუდე, იქიდანაც დაგცემ ძირს! - ამბობს უფალი.
5 ქურდები რომ დაგცემოდნენ თავს ან ღამის ყაჩაღები, ასე არ გაჩანაგდებოდი! განა მხოლოდ თავის სამყოფს არ მოიპარავდნენ ისინი? ყურძნის მკრეფავნიც რომ შემოგსეოდნენ, განა ცოტა ყურძენს მაინც არ დაგიტოვებდნენ?
6 როგორ გაძარცვულა ესავი, როგორ გაუჩხრეკავთ მისი საგანძურები!
7 საზღვრამდე გდევნა ყველა შენმა მოკავშირემ, გიმუხთლეს და დაგძალეს შენთან მშვიდობით მცხოვრებლებმა; შენივე პურის მჭამელებმა დაგიგეს მახე: გონიერება არ არის მათში!
8 განა იმ დღეს არ იქნება - ამბობს უფალი - რომ მოვსპობ ბრძენკაცებს ედომში და გონიერებას - ესავის მთაზე?
9 შედრკებიან შენი ვაჟკაცები, თემანო, რადგან მახვილით ამოწყდება ყოველი კაცი ესავის მთაზე.
10 იმის გამო, რომ ძალადობდი შენს ძმაზე, იაკობზე, სირცხვილი დაგფარავს და სამუდამოდ მოიკვეთები.
11 იმ დღეს, როცა იდექი და გვერდიდან უყურებდი, უცხოტომელებს რომ მიჰქონდათ მისი ქონება, უცხო თესლი შევიდა მის კარიბჭეში და წილი ჰყარა იერუსალიმზე, შენც ერთი იმათგანივით იყავი.
12 არ უნდა გეყურებინა შენი ძმის დღისთვის, მისი ჭირის დღისთვის და არ უნდა გეხარა იუდაელებზე მათი განადგურების დღეს; არ უნდა გეტრაბახა მათი გაჭირვების დღეს.
13 არ უნდა შესულიყავი ჩემი ერის კარიბჭეში მათი უბედურების დღეს. დიახ, არ უნდა გეყურებინა მისთვის მისი ჭირის დღეს და ხელი არ უნდა გეხლო მისი ქონებისთვის მისი უბედურების დღეს.
14 არ უნდა მდგარიყავი გზაჯვარედინზე მისი ლტოლვილების გასაწყვეტად და არ უნდა გაგეცა მისი ნატამალი გაჭირვების დღეს.
15 რადგან ახლოა უფლის დღე ყველა ხალხზე. როგორც იქცეოდი, ისე მოგექცევიან; ყველაფერი მოგეზღვება.
16 რადგან როგორც თქვენ სვამდით ჩემს წმიდა მთაზე, ისევე შესვამენ ხალხები განუწყვეტლივ. შესვამენ და შთაინთქმებიან და იქნებიან, თითქოს არასოდეს ყოფილან.
17 სიონის მთაზე კი გადარჩენილნი იქნებიან და წმიდა იქნება იგი; დაეუფლება იაკობის სახლი თავის სამკვიდროს.
18 იაკობის სახლი ცეცხლი იქნება, იოსების სახლი - ალი, ხოლო ესავის სახლი - ნამჯა; ცეცხლს წაუკიდებენ და შთანთქავენ მათ, ისე რომ ვერავინ გადარჩება ესავის სახლიდან, რადგან უფალმა ბრძანა.
19 სამხრეთში მცხოვრებნი ესავის მთას დაიმკვიდრებენ, დაბლობში მცხოვრებნი - ფილისტიმს; ისრაელი ეფრემის და სამარიის მხარეს დაიმკვიდრებს, ბენიამინი - გილყადს.
20 ისრაელის ძეთა განთესილი ლაშქარი ცარეფთამდე დაიმკვიდრებს ქანაანს. სეფარადში განთესილი იერუსალიმი სამხრეთის ქალაქებს დაიმკვიდრებს.
21 ავლენ გამათავისუფლებელნი სიონის მთაზე, ესავის მთის განსაკითხად და უფლისა იქნება სამეფო.