პრემიერის და თურქეთის პრეზიდენტის გზავნილები
06/02/2021
მაშინ, როდესაც თბილისი მოსკოვისგან ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში ღია მუქარებს ისმენს, საქართველო ნატოს სამიტზე თურქეთის მკაფიო მხარდაჭერის გარანტიას იღებს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი შედეგი და გზავნილი მეზობელ ქვეყანაში პრემიერ ღარიბაშვილის პირველი სახელმწიფო ვიზიტიდან. პრეზიდენტ ერდოღანთან გუშინდელი შეხვედრების შემდეგ ოფიციალური თბილისი სტრატეგიული პარტნიორობის ახალ დონეზე გადასვლას პროგნოზირებს. ამ კონტექსტში არაერთხელ ახსენეს რეგიონში შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარება, რომელიც ახალ რეალობაზე მორგებას, ახალ მიდგომებს და თანამშრომლობის გაძლიერებას საჭიროებს. ქართულმა დელეგაციამ ოფიციალური ანკარიდან მიიღო პირობა, რომ 14 ივნისს ნატოს სამიტზე ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერ განცხადებებს გააკეთებს. მეორე ამოცანაა სავაჭრო კონტაქტების გაძლიერება, ინვესტიციების ზრდა და სავაჭრო მოცულობის პანდემიამდე არსებულ დონეზე დაბრუნება. გადაწყდა ისიც, რომ კონკრეტულ სფეროებში ახალი პროექტების დასაგეგმად და თანამშრომლობის გასაღრმავებლად წლის მეორე ნახევარში ორი ქვეყნის სტრატეგიული საბჭოს სხდომა უნდა ჩატარდეს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.