20-21 ივნისის მოვლენების საქმე
20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი, ზურაბ ბუდაღაშვილი, ცოტნე სოსელია და კახაბერ კუპრეიშვილი სასამართლო სხდომაზე პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდნენ. როგორც ბრალდებულთა ადვოკატმა განაცხადა, დაკავებულები სასამართლოს პროტესტს უცხადებენ და პროკურატურისგან საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ. 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ბრალდებულებმა ცოტნე სოსელიამ და კახაბერ კუპრეიშვილმა შიმშილობა 10 იანვარს დაიწყეს. შიმშილობა აქვს დაწყებული ასევე ვახტანგ იაშვილს. ადვოკატის თქმით, არ არის გამორიცხული, მოშიმშილეებს ბესიკ თამლიანიც შეუერთდეს. დღევანდელ პროცესზე, მოწმეების სახით, პოლიციელები დაიკითხებიან. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ედებათ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
20-21 ივნისის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ხუთწლიანი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კიდევ სამი პირი დააკავეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ბრალდებული ექვსი პირის საქმ...
PalitraNews
0
0
0
20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულების სასამართლო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster