0
20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი, ზურაბ ბუდაღაშვილი, ცოტნე სოსელია და კახაბერ კუპრეიშვილი სასამართლო სხდომაზე პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდნენ. როგორც ბრალდებულთა ადვოკატმა განაცხადა, დაკავებულები სასამართლოს პროტესტს უცხადებენ და პროკურატურისგან საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ. 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ბრალდებულებმა ცოტნე სოსელიამ და კახაბერ კუპრეიშვილმა შიმშილობა 10 იანვარს დაიწყეს. შიმშილობა აქვს დაწყებული ასევე ვახტანგ იაშვილს. ადვოკატის თქმით, არ არის გამორიცხული, მოშიმშილეებს ბესიკ თამლიანიც შეუერთდეს. დღევანდელ პროცესზე, მოწმეების სახით, პოლიციელები დაიკითხებიან. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ედებათ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
მსგავსი ვიდეოები
ეკონომიკის სამინისტრო მონოპოლიას ახალისებს 27 11 17
Stop Corruption
როგორ ნახოთ უფასოდ ვინ გამოგიგზავნათ NGL შეტყობინებები |ნახე...
Solution Exclusive
"ხალხისადმი ასე მიმართვა არ შეიძლება" - ილიას ზუროსის მუშაობ...
ტვ პირველი • TV Pirveli
გაკვეთილი 33
Oleg Dangadze
საახალწლო
merry bendeliani
ინგლისური ენის შესწავლა ასევე
Georgian
როგორ ვცეკვავ მოგწონთ მაშინ ლაიქები მოაყარეთ
გიორგი გელაშვილი
ორგანიზებული და წახალისებული ძალადობა ოპოზიციაზე | ნუგზარ წი...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi