პოლიციის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად გახსნილი, ბოლო დროს მომხდარი საქმეები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად და ნაყოფიერად თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცველ უწყებასთან. სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფრანგ კოლეგებთან ერთად საქართველოს მოქალაქეები, საფრანგეთში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფების 8 წევრი პარიზში დააკავეს. დაკავებულებს კრიმინალური დაჯგუფების წევრობა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობა და ნაქურდალი ნივთების შენახვა ედებათ ბრალად. ქართველი და ფრანგი სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ გასული წლის მარტიდან დღემდე, დანაშაულებრივი დაჯგუფების ქართველმა წევრებმა საფრანგეთში ქურდობა მრავალჯერ ჩაიდინეს. დაკავებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას მობილური ტელეფონები, პორტატიული კომპიუტერები, ოქროს ნივთები, სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, ქართული და ფრანგული საბანკო ბარათები და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს. დგინდება, რომ ჯგუფის წევრებს კავშირი ჰქონდათ 2017 წლის ნოემბერში პარიზში დაკავებულ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებთან. აღნიშნული დაჯგუფების მიერ მოპარული ნივთების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხის ნაწილით ე.წ. „ქურდული საერთო“ ივსებოდა. გამოძიება საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით მიმდინარეობს. ვრცლად: http://gov.ge/s/aea0c Facebook : https://www.facebook.com/miaofgeo Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ბოლო პერიოდში ჩატარებული,...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო პერიოდში გახსნილი ნარკ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
სამართალდამცველების მიერ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გახსნ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
რუსთავში მკვლელობის საქმეზე გახსნილია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს-მ ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის მცდელობის ბრალდები...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-მ იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით სამეგ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
დაკავებულია ბადრი ესებუას ძმა
MULTIMEDIA GE
ბადრი ესებუას ძმა დაკავებულია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster