შსს-მ ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

21.02.2020 01:04

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული კ.ჟ. ბათუმში დააკავეს. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მცდელობაში ედება. დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული ჩართული იყო ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის სქემაში. კერძოდ, კ.ჟ. ბათუმში, სხვადასხვა ადგილზე, სპეციალურად შერჩეულ სამალავებში ათავსებდა ნარკოტიკულ საშუალებებს და აღნიშნული სამალავების მისამართებს დისტანციურად ატყობინებდა პირს, ვინც შემდეგ ამ ნარკოტიკების რეალიზაციას ახდენდა. გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელა ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედებების ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა. სამართალდამცველებმა ბათუმში, დაკავებულის მიერ მითითებული სამალავებიდან, 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, ასევე, „სუბოქსინის“ 9 აბი და ნატეხები ნივთმტკიცებად ამოიღო. პოლიციის მიერ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 1 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინი“. კ. ჟ.-ის დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია: ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“ შემცველი 21 აბი, 6 შეკვრა „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკი, „სუბოქსინის“ 17 აბი და ნატეხები, ერთჯერადი საინექციო შპრიცი „ჰეროინის“ შემცველი ხსნარით და ელექტროსასწორი, მის ზედაპირზე არსებული „ჰეროინის“ შემცველი ფხვნილით. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 19-260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19-260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. Facebook :   / miaofgeorgia   Twitter :   / miaofgeorgia   Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შსს-მ ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის საქმეზე ერთი პირი დააკავა
00:47

შსს-მ ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის საქმეზე ერთი პირი...

Maestro Television

შსს-მ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა
00:38

შსს-მ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქე...

TV 25

შსს-მ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზების სქემა გამოავლინა
03:16

შსს-მ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზების სქემა გამოავლინა

TV IMEDI

შსს-მ ინტერნეტის მეშვეობით ნარკოტიკების გასაღებისთვის დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი დააკავა
00:56

შსს-მ ინტერნეტის მეშვეობით ნარკოტიკების გასაღებისთვის დანაშა...

Maestro Television

შსს მ ნარკოტიკებით ინტერნეტის მეშვეობით ვაჭრობის სქემა გაშიფრა   დაკავებულია ორი ნარკომოვაჭრე
02:42

შსს მ ნარკოტიკებით ინტერნეტის მეშვეობით ვაჭრობის სქემა გაშიფ...

POS TV

ნარკორეალიზატორების დაკავება
03:14

ნარკორეალიზატორების დაკავება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შსს-მ ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
04:43

შსს-მ ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის 1 პირი დააკავა
00:29

შსს-მ ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის 1 პირი დააკავ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო