საქმეში ყველა სახელი და გვარი ერთ ქვაბშია, ვისი განეიტრალებაც მოუნდებათ, ამოწევენ გვარს - უგულავა

07/10/2019
Tv Kavkasia-ის მიერ

(ახალი ამბები 10.07. 2019)
20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოძიების კითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგი უგულავამ უპასუხა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გამოძიებას, რომელიც ჯგუფურად ძალადობის ორგანიზების მუხლით მიმდინარეობს გაყალბებულ ქრონიკას უწოდებს და ფიქრობს, რომ უწყება გაუგებრობაშია. როგორც უგულავა ამბობს, გამოკითხვისას კითხვები არა ამბოხების ნაწილში არამედ სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე დაუსვეს.
უგულავას კითხეს ისიც, რას ფიქრობდა ვარდების რევოლუციაზე.
გიგი უგულავა ცალსახად ამბობს, რომ 20 ივნისის ღამეს მიტინგზე პარლამენტის შტურმით აღების მოწოდება არ გაუჟღერებია. მას არც პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ნიკა მელიას განცხადებები მოეწონა, თუმცა აბსურდია, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს საგამოძიებო უწყებამ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა დააბრალოს.


გამოიწერეთ ჩვენი არხი და იყავით აქტუალური მოვლენების ეპიცენტრში: https://goo.gl/anfTFi

ვიდეოები „Tv Kavkasia"-ისგან