ციხეების ენერგო-ველის განკურნების სეანს-მედიტაცია. ერთობა "ჰარმონია".
სიყვარულით მოგესალმებით. თქვენ იცით, რომ მრავალი წელია, ადამიანებს ვუზიარებ სამყაროს ენერგიებთან მუშაობის უნარებს, მაქვს სხვადასხვა მიმართულების კურსები ამ სფეროში, სადაც სწავლობენ და ეუფლებიან ზეციურ ელექსირთან - უმაღლესი ღვთიური უპირობო სიყვარულისა და სინათლის - ენერგიებთან მუშაობას, საკუთარ თავში განვითარებას, ყველა ადამიანისა და გარემოს დასხმარებლად, საკურნებლად, ჰარმონიიზაციისათვის, გაყვავილებისათვის. ამ უნარებს შეუძლია დაეუფლოს ნებისმიერ ადამიანს, ვისი გულიც მიისწრაფვის სიყვარულისაკენ, და გრძნობს თავის თავში ახალი ენერგიების, ახალი ვიბრაციების გამოღვიძებას. თითოეული თქვენგანი არის უკვე ოსტატი, სულიერ-ენერგო მკურნალი, მხოლოდ საჭიროა სწორი მიმართულებით აღმოცენება და წარმართვა ამ შინაგანი ნათელი ენერგიების, რათა ისინი ემსახუროს სიკეთეს, კურნებას ყველას დონეზე და ცხოვრებისეული სფეროების გაყვავილებას. სიყვარულის ცნობიერებამ დაბადა ერთობა „ჰარმონია“, სადაც სულიერ-ენერგო მკურნალები ერთობლივ სეანსებს და მედიტაციებს უანგაროდ უძღვნიან სხვადასხვა მიმართულების კურნებას - მრავალი თვე ვატარებდით სეანსებს ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანებისათვის (ეს სეანსები არის დისტანციური, საჭიროებს მიმღები ადამიანის ჩართულობას შინაგანი ტრანსფორმაციის გავლისათვის), სხვადასხვა ცხოვრებისეული სფეროების განკურნებისათვის, დედამიწაზე ახალი ცნობიერების დამკვიდრებისათვის. ამ ეტაპზე ტარდება აუტისტი ბავშვების მიმართ ზეციური ელექსირის სეანსების გადაცემა, ასევე ციხეების ენერგო-ველების განკურნება უპირობო სიყვარულით; მომავალში იქნება კვლავ ბავშვების მიმართ გადაცემული სეანსები. ამ სეანსებში მონაწილეობისათვის, ანუ თუ გსურთ, რომ მიიღოთ სამკურნალო ენერგიები, საჭიროა მოიწეროთ კომენტარებში თქვენი სახელი და გვარი, ნება, გულის სურვილი; ბავშვების შემთხვევაში საჭიროა მშობლების ნებელობა, რადგანაც ბავშვების დაავადებები არის სწორედ მშობლების კარმიული ვალი და საჭიროებს სწორედ მათ შინაგან სულიერ ტრანსფორმაციას. სეანსების მისაღებად და განკურნებისათვის ყველა დონეზე საჭიროა თქვენი ჩართულობა ამ პროცესში - უპირობო სიყვარულის, პატიებისა და მადლიერების პრაქტიკების შესრულება. ვინც გრძნობთ მზაობას, მოიწერეთ და გაგვიზიარეთ თქვენი სურვილი. სეანსების შედეგების სრული ეფექტური ნაყოფიერი შედეგების გამოვლინებისათვის ასევე საჭიროა ენერგო-ბალანსი, ანუ ახალი ენერგიების მისაღებად თქვენ თავად უნდა გასცეთ სხვადასხვა დონეზე ენერგია, რათა მოხდეს დაწმენდა შინაგანი სივრცის, ახალი წმინდა ენერგიებით ასავსებად. ასეთად ითვლება პირველ რიგში თქვენი ჩართულობა ტრანსფორმაციის პროცესში სულიერი პრაქტიკებით (სიყვარული, პატიება, მადლიერება), და შემდეგ ენერგიების გაცემით, მათ შორის მატერიალური - გაეცით დახმარება, ქველმოქმედება, გააზიარეთ ნივთები რაც აღარ გჭირდებათ, გააზიარეთ სიყვარულით და მადლიერებით. მათ შორის მადლიერება და მხარდაჭერა შეგიძლიათ გამოხატოთ თავად ერთობა „ჰარმონიის“ მიმართ - პოსტის ბოლოს იქნება ჩვენი მხარდაჭერის ანგარიშები. ახლა პირველად ამ წლების მანძილზე, ვაზიარებ ჩვენს ერთ-ერთ ერთობლივ სეანსს, რომელიც მიეძღვნა ციხეების ველების განკურნებას. შემოუერთდით თქვენი გულის სიყვარულით და სიწმინდით, და გახდით სიყვარულით მკურნალი მთელი ცხოვრების, მთელი გარემოსი, მთელი დედამიწის. საყვარელო ერთობა „ჰარმონია“, გზა დამილოცნია შენთვის უსასრულო სიყვარულის გავრცელების საქმეში. სადაც შენ ვლინდები, ყველგან სინათლე იბადება დროისა და სივრცის მიღმა, შენ ხარ არა კონკრეტული რაიმე ჯგუფი, არამედ შენ ხარ სიყვარულით ანთებულ გულთა ერთობა, ბევრის სახელი არც კი გვეცოდინება, მაგრამ თქვენი სიყვარულის ცნობიერების ნაკადი გაანათებს ამ ერთობაში უნიკალურად, ღვთიურად. იხარე და იბედნიერე, საყვარელო „ჰარმონია“, გამრავლდი და გაძლიერდი, საყვარელო „ჰარმონია“. ერთობა „ჰარმონიის“ პროექტების (მკურნალობა, ცხოვრებისეული სფეროების, გარემოს კურნება-გაყვავილება-ჰარმონიზაცია, ახალი სულიერი დასახლებების გამოვლინება) მხარდაჭერა: • საქართველოს ბანკის ანგარიში GE08BG0000000538756999 მ. სუხიაშვილი • ნებისმიერი ადგილობრივი და საერთაშორისო გზავნილით. მიმღების მონაცემები: MAIA SUKHIASHVILI. TBILISI. GEORGIA • რა არის ენერგო-ბალანსი https://www.facebook.com/groups/eleqs... #ჰარმონია #სინათლისქალაქიჰარმონია #ერთობაჰარმონია #ზეციურიელექსირი #კუნდალინირეიკი #მზეონაიბერიელი #ახალიერაჰარმონია
elixir of life-ის სხვა ვიდეოები
სიყვარულის გავრცელება ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ბარაქის არხის გახსნა
უპირობო სიყვარულის გავრცელება. ერთობლივი მედიტაცი...
უნივერსალური პრაქტიკა.ჯანმრთელობის, ურთიერთობების,...
კურსი:გახდი რეალობის შემოქმედი.ნაწ5.ოცნების რეალიზ...
22:37
აფროდიტას სუნთქვა - ქალური ენერგო-პრაქტიკა
24:19
დღე 13. პატიების უნარის გაზიარება ადამიანთა გულებშ...
32:58
სულიერი თვალი. ნაწ 2. პრაქტიკები
მსგავსი ვიდეოები
ოქროს ზეციური ელექსირის სამკურნალო სეანს-მედიტაცია. ერთობა "...
elixir of life
მე შენ მიყვარხარ! სულიერ-ენერგეტიკულ მკურნალთა ჯგუფი "ჰარმონ...
elixir of life
#არტიშოკი ბახტრიონის N22-ში ნაპოვნი თავისუფლება და ოთხ კედელ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ახალიდღე მედიტაცია, ხელოვნება და ჰარმონია ერთ სივრცეში - იო...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„კინო რეგიონებში” „კრედიტის ლიმიტი“ - ფილმის პრემიერა კასპში
culturegovge culturegovge
#ახალიდღე „ნიჟარების ჰარმონია“ - გამოფენა თბილისის ისტორიის...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კლინიკა ჰარმონია.
NIB Studio
CashBack იოგას სახლში
CashBack