Liana Isakadze plays Mendelssohn \u0026 Schnittke [1984] (Vinyl Rip)

13.05.2018 52:58

Playlist: Felix Mendelssohn – String Symphony No.9 in C major, "Swiss" 01-Grave. Allegro 00:00 02-Andante 08:54 03-Scherzo. Trio Più Lento (La Suisse) 15:44 04-Allegro Vivace 18:43 Alfred Schnittke – Concerto Grosso No.1 for Two Violins, Piano, Harpsichord \u0026 Orchestra 05-Preludio. Andante 25:46 06-Toccata. Allegro 30:56 07-Recitativo. Lento 35:11 08-Cadenza 41:50 09-Rondo. Agitato 44:08 10-Postludio. Andante - Allegro – Andante 50:47 Chamber Orchestra Of Georgia Liana Isakadze – Violin (01-10) Oleg Krisa – Violin (05-10) Alfred Schnittke – Piano (05-10) Natalya Mandenova – Harpsichord (05-10) Conductor: Liana Isakadze (01-04) Conductor: Saulius Sondetskis (05-10) Recorded At – Tbilisi Recorded Studio © 1983 Credits: Engineer – M.Kilosanidze Supervised By [Editor] – L.Chamagua Artwork By – A.Tretyakov Photos By – V.Pishalnikov © 1984, „მელოდია“ Vinyl Rip by – ERM0NIA მუსიკოსი და მევიოლინე ლიანა ისაკაძე 1946 წლის 2 აგვისტოს დაიბადა თბილისში. ლიანა ისაკაძე ბრწყინვალე მუსიკოსი და თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მევიოლინეა. იგი ვუნდერკინდებს ეკუთვნოდა – სამი წლისა ფორტეპიანოს მიუჯდა, უფრო გვიან კი ვიოლინო აიღო ხელში. 16 წლის შევიდა მოსკოვის კონსერვატორიაში, შემდეგ გაიმარჯვა ჟაკ ტიბოსა (პარიზი) და იან სიბელიუსის (ჰელსინკი) კონკურსებზე, არის პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის კონკურსის ლაურეატი. ლიანა ისაკაძე დაჯილდოებულია შოთა რუსთაველისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიებით. ლიანა ისაკაძის შესრულების მანერა გამოირჩევა არტისტიზმით, ღრმა მუსიკალურობით, ვირტუოზულობით. მევიოლინის რეპერტუარშია კლასიკური და თანამდროვე მუსიკის საუკეთესო ნიმუშები. იგი არის არნოლდ შონბერგის სავიოლინო კონცერტის პირველი შემსრულებელი ყოფილ საბჭოთა კავშირში. ლიანა ისაკაძე მსოფლიოს ყველა გამოცემაშია შეყვანილი, სადაც საუკუნის საუკეთესო მევიოლინეების შემოქმედება განიხილება. მათ შორის აღსანიშნავია კემბრიჯის საერთაშორისო ბიბლიოგრაფიული ცენტრის ენციკლოპედია XX საუკუნის 2000 საუკეთესო მუსიკოსი. გერმანიის ერთ-ერთმა წამყვანმა გაზეთმა Suddeutsche Zeitung-მა მას „საუკუნის გრანდიოზული მევიოლინე“ უწოდა. განსაკუთრებულია ლიანა ისაკაძის ღვაწლი ქართული კულტურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციის საქმეში. გასული საუკუნის 1990-იან წლებში მევიოლინეს შემოქმედება მჭიდროდ დაუკავშირდა გერმანიას. 1990 წელს ლიანა ისაკაძემ გერმანიის ქალაქ ინგოლშტადტში ჩაიყვანა საქართველოს კამერული ორკესტრი, რომელიც უკვე ოცი წელია „ინგოლშტადტის ქართული კამერული ორკესტრის“ სახელით მოღაწეობს და გერმანიას აყვარებს პატარა საქართველოს, ქართველებს კი გერმანიას. 1992 წელს ინგოლშტადტში ლიანა ისაკაძემ დაარსა თავისი პედაგოგის, დავით ოისტრახის სახელობის მუსიკალური აკადემია. „ის დაიბადა მუსიკისა და პოეზიისათვის“– თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მევიოლინის დავიდ ოისტრახის ამ სიტყვების ადრესატი დღესაც აგრძელებს ნაყოფიერ საკონცერტო და პედაგოგიურ მოღაწეობას ევროპის ქვეყნებში. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ-გვერდიდან „ქართველები უცხოეთში“ Chamber Orchestra Of Georgia – Liana Isakadze – Felix Mendelssohn \u0026 Alfred Schnittke

გაზიარება: