დავით ფურცხვანიძის აღკვეთის ღონისძიება


სატელიტური ფოტოების საქმეზე ბრალდებულ დავით ფურცხვანიძეს, აღკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. სასამართლომ ბრალდების მხარის მოთხოვნა გაითვალისწინა. ბრალდების მხარე ფურცხვანიძეს მტკიცებულებების ფალსიფიცირებას ედავება და მის პატიმრობას მოითხოვდა. ფურცხვანიძე დუმილის უფლებას იყენებს.

პროკურორის თქმით, საქმეშია კომპიუტერიდან და მობილური ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაცია, ასევე ექსპერტიზის დასკვნა და დაკავებულის შვილის ჩვენება. გამოძიების ინფორმაციით, დავით ფურცხვანიძემ პირადი მოტივით მტკიცებულების ფალსიფიცირება მოახდინა, თითქოს მის მიერ წარმოდგენილი ფოტოები 18 დან 22 ივლისის ჩათვლით სოფელ მაწევანის იმ ტერიტორიას ასახავდა, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა აღმოაჩინეს და აღნიშნულ ფოტოებზე ავტომანქანა იმ ტერიტორიაზე არ იდგა. ბრალდების მხარის ინფორმაციით, ფოტომასალა ფურცხვანიძემ შვილს დაამონტაჟებინა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან