„ტელესკოლა“ ეთნიკური უმცირესობებისთვის


„ტელესკოლის“ პროექტში ეთნიკური უმცირესობებისთვის გათვალისწინებულ გაკვეთილებს ახალი საგნები დაემატა. სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მათემატიკის, ბუნების, ბიოლოგიის, ასევე სომხურისა და აზერბაიჯანულის, როგორც მშობლიური ენების, ტელეგაკვეთილები ყოველდღიურად ჩატარდება და ის პირველიდან მეთორმეტე კლასის პროგრამაზე იქნება მორგებული. სიახლეა აბიტურიენტებისთვისაც, რომლებსაც ზოგადი უნარების ტელეგაკვეთილებს შესთავაზებენ.

„პირველი არხი – განათლების“ ეთერში განათლების სამინისტროსთან ერთად მომზადებული უპრეცედენტო პროექტი 30 მარტიდან დაიწყო. მაშინ, როცა პანდემიის გამო სკოლები დახურულია, ტელესკოლის პროექტი ყველა მოსწავლეს საშუალებას აძლევს, სატელევიზიო გაკვეთილებს უყუროს, რომლებსაც გამოცდილი პედაგოგები ატარებენ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან