ბათუმში გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაიცვალა 11 და დაშავდა 21 ადამიანი

25.11.2017 05:08

11 გარდაცვლილი და 21 დაშავებული - ასეთია ბათუმში გაჩენილი ხანძრის ტრაგიკული შედეგი. სასტუმრო "ლეო გრანდში" მომხდარს საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 21 ადამიანი, მათ შორის 3 მეხანძრე-მაშველი. ბოლო ინფორმაციით, არც ერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მოქალაქეების დიდმა ნაწილმა სამედიცინო დაწესებულებები უკვე დატოვა. ისინი ბათუმის კლინიკებში წუხელ ინტოქსიკაციისა და სხვადასხვა ხარისხის დამწვრობის დიაგნოზით შეიყვანეს. ექიმების განმარტებით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ დროის ინფორმაციით, მკურნალობის კურსს საავადმყოფოებში 8 ადამიანი განაგრძობს. ცეცხლი სასტუმროში დაახლოებით საღამოს 9 საათისთვის გაჩნდა. გამომწვევ მიზეზებს სწავლობს გამოძიება. საქმე, დაწყებიდან რამდენიმე საათში გადაკვალიფიცირდა და 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია. გავრცელებული ცნობით, შენობაში დარღვეული იყო უსაფრთხოების ზომები, ამასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ კომენტარი გააკეთა სასტუმროს ერთ-ერთმა მენეჯერმა. როგორია სასტუმროს ადმინისტრაციის განმარტება - დეტალებით მერაბ წულუკიძეა ბათუმიდან.

გაზიარება:
Mankanebi

მსგავსი ვიდეოები

ხანძარი ლილოს ბაზრობაზე
01:04

ხანძარი ლილოს ბაზრობაზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სასტუმრო „რუმსში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა
00:42

სასტუმრო „რუმსში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სასტუმრო \"ლეოგრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა ერთჯერადი კომპენსაცია მიიღეს
01:08

სასტუმრო "ლეოგრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ხანძარი რუსეთის თავდაცვის კვლევის ცენტრში
00:25

ხანძარი რუსეთის თავდაცვის კვლევის ცენტრში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კემეროვოს სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
00:30

კემეროვოს სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ციხეში გაჩენილ ხანძარს ორი პატიმარი ემსხვერპლა
05:09

ციხეში გაჩენილ ხანძარს ორი პატიმარი ემსხვერპლა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ხმაური ვარკეთილის ბაზრობის ტერიტორიაზე
05:39

ხმაური ვარკეთილის ბაზრობის ტერიტორიაზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მასშტაბური ხანძარი - საგანგებო ზომები აშშ-სა და კანადაში

მასშტაბური ხანძარი - საგანგებო ზომები აშშ-სა და კანადაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო