ციხეში გაჩენილ ხანძარს ორი პატიმარი ემსხვერპლა
სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სასადილოში გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი პატიმარია დაღუპული, დაშავებულია სამი პირი. პირველადი ვერსიით, ცეცხლი მოკლე ჩართვის გამო გაჩნდა. ორივე დაღუპული ციხის სამეურნეო ნაწილში მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მსჯავრდებული ხანძრის კერის დატოვებას ფანჯრის საშუალებით ცდილობდა და მინებიც ჩაამსხვრია, თუმცა გისოსების გამო გარეთ გაღწევა ვერ მოახერხა, მეორე პატიმარი კი მისი დახმარების მცდელობის დროს დაიღუპა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ძლიერი კვამლი სახელდება. შემთხვევის ადგილი უკვე დაათვალიერეს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა. ომბუდსმენს კითხვები აქვს და აინტერესებს, რამდენად დროულად მოხდა რეაგირება და რამდენად დაცული იყო სახანძრო უსაფრთხოების წესები. ციხის სასადილოში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას 11 სახანძრო მანქანით ცდილობდნენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
თეირანში ციხეში გაჩენილ ხანძარს ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხ...
Euronews Georgia
ციხეში მთხოვდნენ მელიას, ოქრუაშვილის და გუგულავას წინააღმ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ციხეში გარდაცვლილი არასრულწლოვანის საქმე
TV IMEDI
ციხეში ჩასმა არ არის გამოსავალი
Mariam Blanc Nanobashvili
ციხეში გარდაცვლილის ოჯახის პროტესტი
Livepress. ge
ციხეში გარდაცვლილი არასრულწლოვანის მკვლელობა თუ თვითმკვლელო...
www. tspress.ge
ციხეში 6 წელით ჩამსვეს ,,ბომჟის ცხოვრება,,
ლევან ყურკაციშვილი
ციხეში "მაყურებლები" დაბრუნდნენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster