შეხვედრა ტურისტულ სექტორში დასაქმებულებთან

25.06.2019 04:32

რა გამოწვევის წინაშე დააყენა რუსეთის მიერ დაანონსებულმა შეზღუდვებმა და აკრძალვებმა ტურისტული მომსახურების სფერო, - მოსალოდნელი პრობლემები და რისკები ტურისტული სექტორის წარმომადგენლებმა აჭარაში ჩასულ ეკონომიკის მინისტრს გააცნეს. ტურისტული კომპანიების, კვების ობიექტების და სასტუმროების მფლობელები მასშტაბურ ფინანსურ ზარალს პროგნოზირებენ და დარწმუნებულები არიან, რომ რუსეთის პრეზიდენტის ბრძანება ავია-მიმოსვლის დროებით შეჩერებასა და ტურისტების გაფრთხილების შესახებ, მათ ბიზნესს საგრძნობლად დააზარალებს. ამიტომ მეწარმეები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ და შექმნილ ვითარებაში საკუთარ წინადადებებს სთავაზობენ. პარალელურად განცხადებას ავრცელებს საპატრიარქო და ზაფხულის სეზონზე მოქალაქეებს საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდებს.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: