შეხვედრა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან

14.05.2020 03:00

ტურიზმის ამოქმედებისთვის აუცილებელ დეტალებზე, სამუშაო შეხვედრა გამართა პრემიერ-მინისტრმა. უსაფრთხო დერეფნები, ტურისტული მწვანე ზონები, სტანდარტები ტურიზმის სექტორის სუბიექტებისთვის და საერთაშორისო ფრენების აღდგენაზე პარტნიორებთან მიმდინარე მოლაპარაკებები განხილვის მთავარი თემები იყო. აღინიშნა, რომ უსაფრთხო დერეფნების შექმნაზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია ისრაელთან, ავსტრიასთან, ჩეხეთთან, უნგრეთთან, პოლონეთთან და ბალტიის ქვეყნებთან. ქვეყნის შესაბამის უწყებებთან ამ მიმართულებით აქტიურ კომუნიკაციას განაგრძობენ საქართველოს საელჩოები. დღევანდელი მონაცემებით, 20-ზე მეტმა საერთაშორისო ავიაკომპანიამ გამოთქვა ინტერესი და მზადყოფნა, 1-ლი ივლისიდან, ეტაპობრივად აღადგინოს ფრენა საქართველოში. შეხვედრაზე განიხილეს ტექნიკური დეტალები და სტანდარტები, რომელთა დაცვა სავალდებულოა როგორც აეროპორტების, ისე ავიაკომპანიებისა და ტურიზმის სექტორში მოქმედი ყველა სუბიექტის მხრიდან. მიღებულია კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელთა შესრულება სავალდებულო იქნება ე.წ. მწვანე ზონებად განსაზღვრული ტურისტული ლოკაციებისთვის. აღნიშნული სტანდარტები კერძო სექტორს მომავალ კვირას წარედგინება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შეხვედრა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან
04:57

შეხვედრა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შეხვედრა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან
05:11

შეხვედრა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან

Ajara TV

სამუშაო შეხვედრა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან
01:33

სამუშაო შეხვედრა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

გახარია რუსეთში შესაძლო ვიზიტზე, რუსეთთან ფრენებზე, ზარდიაშვილზე, ტურიზმზე
02:41

გახარია რუსეთში შესაძლო ვიზიტზე, რუსეთთან ფრენებზე, ზარდიაშვ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ვაქცინაციის პროცესი - შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან
06:43

ვაქცინაციის პროცესი - შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ნათია თურნავას განცხადება
02:07

ნათია თურნავას განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შეხვედრა ბიზნესმენებთან
03:23

შეხვედრა ბიზნესმენებთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შეხვედრა მეღვინეებთან და მევენახეებთან
04:35

შეხვედრა მეღვინეებთან და მევენახეებთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო