ანგარიშსწორება ხარაგაულში - „ოცნება“ სოციალური დახმარების მიმღები ჩინოვნიკის დასაცავად

10/12/2022

https://sakartvelosambebi.ge - საკრებულოს თავმჯდომარით დაწყებული და მერიის შენობის დარაჯით დამთავრებული, საგანგებოდ მობილიზებულები დახვდნენ ხარაგაულში ჩასულ პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს ლევან ხაბეიშვილს. დეპუტატი აპროტესტებს, რატომ ეძლევა სოციალური დახმარება „ქართული ოცნებიდან“ ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის დავით კიკნაძის ოჯახს. კიკნაძის ყოველთვიური ხელფასი 3410 ლარია, წლიური 40920. მერიაში მუშაობს მისი მეუღლეც ია ტაბატაძე, რომლის ხელფასიც 1300 ლარს აღემატება (წლიური 15840), ოჯახი კი მაინც იღებს ფულად დახმარებას.

ვიდეოები „Mtisambebi / მთის ამბები"-ისგან