გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით ზუგდიდში მორიგი აქცია გაიმართა
ზუგდიდში შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა. ამჯერად პროტესტი ქუჩაში ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა და სხვა მოქალაქეებმა გამოხატეს. მათ ხელში ეჭირათ ტრანსფარანტები წარწერებით „გახარია, წადი“, „რუსული ოცნება“, „რეჟიმი უნდა დაინგრეს“. აქციის რამდენიმე მონაწილეს სიმბოლურად ცალი თვალი ჰქონდათ ახვეული. ისინი ქალაქის ცენტრში, ოთხი შუქნიშნის მიმდიბარედ გადაადგილდებოდნენ და სკანდირებდნენ „წადი, წადი“. „ვუერთდებით თბილისში ჩვენს მეგობრებს რომლებიც ყოველ საღამოს შვიდ საათზე დგანან მეორე სამსახურში, რომელსაც სამშობლოს სამსახური ჰქვია და ვუცხადებთ სოლიდარობას. ასევე, ვუერთდებით მათ მოთხოვნებს და ვეუბნებით გახარიას, რომ ის აუცილებლად უნდა წავიდეს. მე პირადად ვიდექი, ბატონო გახარია 20 ივნისს, პირველი რამოდენიმე გასროლის შემდეგ უბრალოდ შოკში ვიყავი მეგონა ფოიერვერკებს ისროდნენ. მე სუფთა ხელებით, ანთებული გულით პროტესტის გამოსახატავად ვიდექი, ვეუბნებოდი არას ოკუპაციას, არას რუსეთს. თქვენ კი საქართველოს მოქალაქეებს დაუშინეთ ტყვიები, გაიმეტეთ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც თქვენ გიხდიან ხელფასს. მოქალაქეები, რომლებმაც თქვენ აგირჩიეს 2012-ში და ზუსტად ეს მოქალაქეები დღეს თქვენ გეუბნებით, რომ თქვენ უნდა წახვიდეთ, რეჟიმი უნდა წავიდეს“, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სალომე ფარცვანიამ. მათ მოგვიანებით სხვა ლოკაციაზე გადაინაცვლეს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: / atinati1059 Instagram: / radioatinati1059fm
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
საპროტესტო აქციები რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„გახარია გაგვახარე, წადი“ - მსვლელობა ზუგდიდში
Radio Atinati
„გაიცანით 92 წითელ არმიელთაგან ერთ-ერთი“ - სტიკერები ზუგდიდი...
Radio Atinati
გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით პარლამენტთან დღეს ისევ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით პარლამეტთან აქცია გრძელ...
Maestro Television
გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით შს სამინისტროსთან აქცია...
Maestro Television
გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით თბილისში 4 ლოკაციაზე ა...
PalitraNews
გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით “ნაციონალურმა მოძრაობამ...
Maestro Television