სარჩელი სააპელაციო სასამართლოში

11.11.2022 01:26

სააპელაციო სასამართლოში უჩა მამაცაშვილის საქმეზე პირველის სხდომა გაიმართა. მხარეებმა დღეს მოსამართლეს შუამდგომლობებით მიმართეს და საქმეში მტკიცებულებების დართვა მოითხოვეს. „ანტიკორუფციულმა მოძრაობამ“ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც, ბიზნესმენის, უჩა მამაცაშვილის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წევრებს, ვასო ურუშაძესა და ლაშა ფარულავას მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის ჯარიმის სახით 5 000-5 000 ლარი დაეკისრა. მოსამართლე გოჩა დიდავამ მიიჩნია, რომ მოძრაობის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები ტელეეთერებში ცილისმწამებლური იყო. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას ითხოვს უჩა მამაცაშვილის უფლებადამცველი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო