პრეზიდენტის გამოსვლა ევროპარლამენტში


13 წლის შემდეგ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ევროპელ პარტნიორებს საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა.

„ქვეყანამ წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს“ - ეს იყო სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის მთავარი პათოსი. უმწვავესი გზავნილები რუსეთის მიმართ, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გახსენება, მკაფიო მხარდაჭერა უკრაინის ხელისუფლებას და მსუბუქი კრიტიკა საქართველოს მთავრობის მისამართით: ბოლოდროინდელი განცხადებების ფონზე დღეს პრეზიდენტის ტონი მმართველი გუნდის მიმართ შედარებით შერბილებული იყო, თუმცა საინტერესო აღმოჩნდა რამდენიმე აქცენტი - სალომე ზურაბიშვილმა „ქართულ ოცნებას“ ამჯერად ევროპარლამენტის ტრიბუნიდან მოუწოდა მუქარის შეწყვეტისკენ და საკუთარი ძალაუფლების თავისუფლების დაცვა შეახსენა, პრეზიდენტმა შენიშვნა გამოთქვა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების ტემპის მიმართაც. პრეზიდენტი დღეს საქართველოს ისტორიიდან მოყვანილი კონკრეტული მაგალითებით ცდილობდა ევროპარლამენტარების დარწმუნებას, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. ამ კონტექსტში სახელმწიფოს მეთაურმა არაერთხელ გაუსვა ხაზი ხალხის ურყევ ევროპულ არჩევანს და 2019 წლის 20 ივნისის მოვლენები, ასევე უცხოელ აგენტთა შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ მარტში გამართული მასშტაბური დემონსტრაციებიც გაიხსენა. 

სალომე ქოქიაშვილი ადევნებდა თვალს პრეზიდენტის გამოსვლას.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან