არასამთავრობო დევნილებისთვის სასმელად ვარგისი წყლის მიწოდებას ითხოვს

04/27/2016
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, დევნილთა ახალ ჩასახლებაში სასმელი წყლით 111 ადამიანი მოიწამლა, რომელთაგან 40-მდე მცირეწლოვანია.

ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „საუნჯე“ ხელმძღვანელმა იაგო ფასანძემ საგანგებო ბრიფინგზე განახცადა.
მისი თქმით, ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციის თანახმად, 5 წლის ბავშვი ამჟამადაც იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, ფასანძე განცხადებით პროკურატურას მიმართავს, რათა გამოძიებულ იქნას კორპუსების მშენებარე შ.პ.ს „დაგის“ მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხი.

„ჩვენი ორგანიზაცია იქნება ძალიან პრინციპული აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში და ბოლომდე დავეხმარებით დაზარალებულ ბავშვებს, თითოეულ დევნილს, რომლის ჯანმრთელობას ზიანი მიადგა“, - განაცხადა იაგო ფასანძემ
ის ასევე მიმართავს საქართველოს პრემიერ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, დევნილთა და განსახლების მინისტრს - სოზარ სუბარს და უმოკლეს დროში, დევნილთათვის სასმელად ვარგისი წყლის მიწოდებას ითხოვს.

თავის მხრივ, ახალ დასახლებაში მცხოვრები დევნილები შესაბამის სამსახურებს ჭაბურღილის გათხრის თხოვნით ისევ მიმართავენ, მათი თქმით, ამ ეტაპზე, მათ მხოლოდ პრობლემის დროულად გადაჭრა სურთ.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati.  .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან